პროექტი

პროექტის სახელწოდება:ლიტერატურაში გაცოცხლებული ბავშვობის სურათები.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:ბავშვები მოიძიებენ იმ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, სადაც ავტორები აცოცხლებენ ბავშვობის სურათებს
პროექტის აქტუალობა: ბავშვები დამოუკიდებლად მოიძიებენ ინფორმაციას შესწავლილი ავტორების გარშემო. გაეცნობიან მათი ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებს.დააკვირდებიან, თუ როგორ ლამაზად ცოცხლდება ლიტერატურაში წლების შემდეგ მათი ბავშვობის სურათები.

პროექტის მიზნები: მოსწავლეებში ინფორმაციის მოძიების, კვლევის, ორგანიზების,წერისა და პრეზენტაციის უნარის განვითარება.
მონაწილეთა ასაკი:13–14 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:1–2 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:ფოტოალბომი,ლექსების კრებული, პროზის კრებული, ხელნაწერები,სკოლაში მოეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციებს   ბლოგში შექმნილი მასალების მიხედვით.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ინტერნეტი, კომპიუტერი, სახელმძღვანელოები, არჩეულ ავტორთა ნაწარმოებები, თეთრი  ფურცლები და სახატავი მოწყობილობები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):ასალის მოძიება ბიბლიოთეკებში,მუზეუმებსა და არქივებში , აგრეთვე ინტერნეტის დახმარებით. დისკუსიის გამართვა, გამოფენის, პრეზენტაციის მოწყობა,  დასასრულ ექსკურსიის მოწყობა არჩეული ავტორებიდან რომელიმეს სახლ–მუზეუმში.        საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ლიტერატურაში-განუვითარებს ძირითად საკომუნიკაციო უნარებს:წერას,კითხვას,მოსმენას,საუბარს.
ხელოვნებაში-ავტორების შემოქმედებაზე ნახატების შესრულებით.მუსიკალური კომპოზიციების,ლიტერატურული
ნაწარმოებების მიმოხილვით.
უცხო ენები- გაიუმჯობესებენ ენების ცოდნას.
რელიგიაში-მიმოიხილავენ რელიგიის მნიშვნელობას ავტორების შემოქმედებასა და პირად ცხოვრებაში.
ისტ.ტექნოლოგიებში- ინტ.მასალების მოძიება,დამუშავებით,გაცვლით,პრეზენტაციების
შექმნით,ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თამარ კობზონაძე
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:tamarkobzonadze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:http://tamarkobzonadze.blogspot.com/

No comments:

Post a Comment